საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.11.2014
2014 წლის 21 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ევროკავშირის ახლად დანიშნულ ელჩს - იანოშ ჰერმანს შეხვდა.
შეხვედრაზე სასამართლოში განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს, ასევე, ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ მიღწევებზე, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის, სოციალური დაცვის გარანტიებზე და სამუშაო პირობების გაუმჯობესების შესახებ.
ევროკავშირის ელჩი მზადაა, სასამართლოს იმ პროექტების განხორციელებაში დაეხმაროს, რაც მის დამოუკიდებლობას კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს და გაამყარებს.
შეხვედრის დასასრულს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა ევროკავშირის ელჩს - იანოშ ჰერმანს ისტორიული შენობა დაათვალიერებინა, რომელსაც წელს 120 წლისთავი უსრულდება. მართლმსაჯულების მუზეუმში კი, სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა