საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.11.2014
2014 წლის 18 ნოემბერს, სასტუმრო „ქორდიარდ მარიოტში“ საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის ეგიდით შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ძირითადი თემა გახლდათ მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების დახვეწის შესახებ წინადადებების მომზადება.
შეხვედრა მოსამართლეთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა მეიშვილმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი მიესალმა.
შეხვედრაზე ზაზა მეიშვილმა მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების დახვეწის თაობაზე სხვადასხვა პროექტების პრეზენტაციები წარმოადგინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მოსამართლეთა ასოციაციის გამგეობის წევრები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები, მოსამართლეები და ამ სფეროში მომუშავე იურისტები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა