საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 14.11.2014
2014 წლის 13 ნოემბერს უზენაესი სასამართლოს მენეჯერი - აპარატის უფროსი ბატონი ირაკლი ხუცურაული შეხვდა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მის აღმატებულებას ანჟეი ჩიეშკოვსკის. შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიმდინარე წლის დეკემბერში დაგეგმილ ღონისძიებებს მიეძღვნა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ღონისძიებათა ფარგლებში ერთობლივი ძალისხმევით გამართავენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიღებას. ვინაიდან, უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობის არქიტექტორი – ალექსანდრე შიმკევიჩი წარმოშობით პოლონელი იყო, მათ ასევე განიხილეს საკითხი მისი შთამომავლების მოწვევის შესახებ. შეხვდრის შემდეგ ბატონმა ირაკლი ხუცურაულმა პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უზენაესი სასამართლოს შენობა დაათვალიერებინა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა