საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 06.11.2014
2014 წლის 7 ნოემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის დაბადების 177 წლისთავს სხვადასხვა ღონისძიებებით აღნიშნავენ.
ილია ჭავჭავაძემ არა მარტო ქართულ ლიტერატურაში დატოვა წარუშლელი კვალი, არამედ მისი ღვაწლი განსაკუთრებულია მართლმსაჯულების განვითარებაშიც. 1864-1873 წლებში ილია ჭავჭავაძე დუშეთის მაზრაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა. უზენაესი სასამართლოს შენობაში არსებულ „მართლმსაჯულების მუზეუმში“ ილია ჭავჭავაძის მოსამართლეობის დროინდელი მასალებიც არის წარმოდგენილი.
ილია ჭავჭავაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თანამშრომლებისთვის მოეწყობა ახლადგადაღებული ფილმის „ვინ მოკლა ილია“ ჩვენება.
ფილმი მომზადებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური არქივის მიერ.
უზენაესი სასამართლოს თანამშრომლები ასევე მოინახულებენ თბილისში, ჩუბინაშვილების და ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე ილია ჭავჭავაძის მუზეუმებს და მთაწმინდის პანთეონში მწერლის საფლავს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა