საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 17.10.2014
2014 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს აპარატის უფროსი - ბატონი ირაკლი ხუცურაული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის პირველ მოადგილეს - ბატონ კახა კანდელაკს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კულტურული დღეების ერთობლივ დაგეგმვასა და ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებების გამართვის თაობაზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა