საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.10.2014
16 ოქტომბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ უმასპინძლა ლატვიის იუსტიციის სამინისტროს დელეგაციას, დელეგაციის წევრები იყვნენ: სახელმწიფო მდივანი – ბატონი რაივის კრინბერგი, სასამართლოს ადმინისტრაციული დირექტორი – ბატონი ედვინს ბალშევიცი, მინისტრის მრჩეველი – ბატონი ივო ზუტისი და მინისტრის ბიუროს უფროსი – ქალბატონი ანია ფრაიმანე.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მის მოადგილესა და მოსამართლეთა ასოციაციის წევრებს შორის შედგა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ლატვიის სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებზე, რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე, ასევე – ქართულ მართლმსაჯულებაში არსებულ მიღწევებზე, მოსამართლეთა სოციალური დაცულობისა და სამუშაო პირობების შესახებ.
შეხვედრის დასასრულს სტუმრებს გადაეცათ სიმბოლური საჩუქრები.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა