საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.09.2014
უზენაეს სასამართლოში განთავსებულ „მართლმსაჯულების მუზეუმს“ ახალი ექსპონატი შეემატა. დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიგლა ბერბიჭაშვილის სასამართლო განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერის ნახვის საშუალება დაინტერესებულ პირებს უკვე უზენაესი სასამართლოს „მართლმსაჯულების მუზეუმში“ შეეძლებათ.
სასამართლო განხილვის სტენოგრაფიული ჩანაწერის თანახმად, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის საქმის განხილვა 1941 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 1942 წლის 5 იანვარს დასრულდა. სასამართლო სხდომა სწორედ იმ დარბაზში მიმდინარეობდა, რომელიც დღეს ისტორიული დარბაზის სახელითაა ცნობილი. აღნიშნული საქმის მასალები ორი ტომისგან შედგება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა