საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.07.2014
2014 წლის 26-27 ივნისს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის ორგანიზებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და გურიის რეგიონის მოსამართლეებისათვის გაიმართა სამუშაო შეხვედრა სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის გაუმჯობესების საკითხთან დაკავშირებით.
შეხვედრა გახსნა უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა ირაკლი ხუცურაულმა, რომელმაც ვრცლად ისაუბრა უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ცენტრი აქტიურად მუშაობს ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის საქართველოს სასამართლო სისტემაში დასამკვიდრებლად.
შეხვედრაზე ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის გაუმჯობესება, საერთაშორისო აქტებისა და კონვენციების, ასევე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გამოყენება ქართულ პრაქტიკაში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა