საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.07.2014
2014 წლის 9- 10 ივლისს მონტენეგროში საერთაშორისო სიმპოზიუმი „საერთაშორისო სამართალი და ადამიანის უფლებები“ ჩატარდა.
სიმპოზიუმზე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა იყო წარმოდგენილი. სიმპოზიუმში საქართველოს დელეგაციას უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ირაკლი ხუცურაული წარმოადგენდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მენეჯერმა სიმპოზიუმის მონაწილეებს გააცნო საქართველოს უზენაეს სასამართლოში არსებული ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გაწეული სამუშაოები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს საქმიანობაში საერთაშიროსო სამართლებრივი აქტებისა და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების თაობაზე.
სიმპოზიუმი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და მას დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა