საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 25.06.2014
2014 წლის 23 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით, თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციას სულ 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ესწრება. საერთო ჯამში კი კონფერენცია 30 დელეგატით არის წარმოდგენილი.
კონფერენციის მონაწილეები 23 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდნენ. სტუმრებმა დაათვალიერეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა და ასევე, შენობაში განთავსებული „მართლმსაჯულების მუზეუმი“.
უცხოელ კოლეგებს შენობის ისტორიისა და მისი ფუნქციური დატვირთვის შესახებ თავად კონსტანტინე კუბლაშვილი ესაუბრა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა