საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 23.06.2014
2014 წლის 23 ივნისს საქართველოს პრეზედენტი გიორგი მარგველაშვილი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეების კონფერენციას დაესწრო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
"ამ კონფერენციას მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის გამართვასა და და სტაბილურებაში. ჩვენ მივესალმეთ კონფერენციის მონაწილეებს. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რომ სასამართლო სისტემა, ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შტო იყოს გამართული, პოლიტიკურად თავისუფალი და კვალიფიციური. ეს უმნიშვნელოვანესია ასევე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის კონტექსტში და იმ კონტექსტში, როდესაც საქართველო აშენებს და ამყარებს ევროპულ, დემოკრატიულ ცვლილებებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საერთაშორისო კონფერენციას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის 13 ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ესწრება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა