საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 17.06.2014
2014 წლის 11-13 ივნისს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაიმართა ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის შესახებ ევროპის საკოორდინაციო კომიტეტის რიგით 35-ე შეხვედრა. ადამიანის უფლებათა დოკუმენტაციის შესახებ ევროპის საკოორდინაციო კომიტეტი ყოველწლიურად მართავს შეხვედრებს ევროპის საბჭოს წევრ სხვადასხვა ქვეყნებში.
ღონისძიებაზე მიწვეული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს დელეგაცია (უზენაესი სასამართლოს მენეჯერი, ირაკლი ხუცურაული; უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსის მოადგილე, სოფიო წაქაძე და ამავე განყოფილების მთავარი კონსულტანტი ადამიანის უფლებათა საკითხებში, თინათინ ბეჟაშვილი). შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ სხვა სახელმწიფო ინსტიტუციებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგებლები (ბოსნია, უკრაინა, ნორვეგია, დანია, უნგრეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა,დიდი ბრიტანეთი).
შეხვედრისას მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქმეთა დამუშავების და განხილვის წესი; ჰუდოკ-ის ბაზის ფუნქციონირება და ძებნის სისტემები; ევროპის საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების კოორდინირებული მუშაობა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ინფორმაციის გავრცელების ახალი გზები, სოციალური მედიის ჩართულობით, წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (СPT) მაგალითზე.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს წარმომადგენლებმა სასამართლოში არსებული ადამიანის უფლებათა ცენტრის მოქმედი და დაგეგმილი აქტივობების პრეზენტაცია წარმოადგინეს. დამსწრეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია უზენაესი სასამართლოს ინიცირებით 2014 წლის მაისში ამოქმედებულმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმეთა ქართულენოვანმა საძიებო სისტემამ, რომელიც უკვე ხელმისაწვდომია უზენაესი სასამართლოს ვებ-გვერდზე. პრეზენტაციის მეორე ნაწილი დაეთმო ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული ქართულად ნათარგმნი ლიტერატურის წარდგენას - პრეცედენტული სამართლის თემატური საძიებელი, სხვადასხვა წლებში გამოცემული კრებულები, როგორც საქართველოს საქმეებზე ასევე სტრასბურგის სასამართლოს სხვა რჩეული განჩინებებისა თუ გადაწყვეტილებების კრებულები. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ მომზადებული მასალა გადაეცა სტრასბურგის სასამართლოს ბიბლიოთეკას.
მომავალ წელს, 36-ე შეხვედრა გაიმართება ქ. კოპენჰაგენში (დანია), ხოლო მომდევნო შეხვედრას უკვე საქართველო უმასპინძლებს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა