საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 02.06.2014
2014 წლის 31 მაისსა და 1 ივნისს, ყვარელში, სასტუმრო „როიალ ბატონში“ მედიის წარმომადგენლებისთვის ტრენინგი ჩატარდა.
ტრენინგში მონაწილეობდა სხვადასხვა მედიასაშუალების 35 ჟურნალისტი, რომლებიც სამართლებრივ თემებზე მუშაობენ. სემინარი გახსნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ მამუკა ახვლედიანმა, რომელმაც 2005 წლიდან დღემდე, სასამართლო რეფორმის ძირითად მიმართულებებზე, მიღწეულ შედეგებსა და ახალ გამოწვევებზე ისაუბრა.
ტრენინგზე იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორის მოადგილემ ქეთევან კვინიკაძემ ჟურნალისტებს გააცნო იუსტიციის უმაღლესი სკოლის სტრუქტურისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე წარმოადგინა პრეზენტაცია მართლმსაჯულების სახლის ფუნქციების შესახებ. ჟურნალისტებს საარჩევნო დავების გაშუქების პრობლემატიკასა და გასაჩივრების პროცედურებზე საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელმა არჩილ ანასაშვილმა მიაწოდა ინფორმაცია.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმძღვანელის თამარ რუხაძის მიერ მომზადებული თემა „ჟურნალისტური ეთიკა და სამართლებრივი საკითხების გაშუქება“ ყველაზე ინტერაქტიული აღმოჩნდა.
ტრენინგი უზენაესი სასამართლოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ იყო ორგანიზებული.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა