Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 02-06-2025

ამობეჭდვა

გამოქვეყნებულია 29.05.2014

ფიცის დადების ცერემონია უზენაეს სასამართლოში

2014 წლის 29 მაისს, საქართველოს  უზენაეს სასამართლოში, საზეიმო ვითარებაში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების წინაშე შვიდმა ახალმა  მოსამართლემ ფიცი დადო. მოსამართლეობის კანდიდატები იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ფარული კენჭისყრით აირჩია. საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სასამართლოებში მოსამართლეებად დაინიშნენ: ლაშა თავართქილაძე, მანანა მესხიშვილი, თეა ლეონიძე, ნინო ბუაჩიძე, შოთა ბიჭია, მანუჩარ ცაცუა, სოფიო გაგნიძე, ლევან დარბაიძე, ნანა კალანდაძე, თეიმურაზ ქათამაძე. მოსამართლეები თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნენ. ისინი უფლებამოსილებას ფიცის დადების შემდეგ განახორციელებენ. 

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა