საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.05.2014
2014 წლის 27 მაისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სასამართლოს დელეგაცია ეწვია. დელეგაციას ყირგიზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ფერუზა ჯამაშევა ხელმძღვანელობს.
ვიზიტის მიზანია საქართველოსა და ყირგიზეთის სასამართლოებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
დელეგაციის წევრები გაეცნობიან, როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ასევე, ზოგადად, ქართული სასამართლო სისტემის მოდელსა და მოწყობის ძირითად პრინციპებს, ქართული სასამართლო რეფორმის მიღწევებს.
დელეგაციის წევრები საქმიან შეხვედრებს გამართავენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან ბატონ კონსტანტინე კუბლაშვილთან, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან ბატონ ლევან მურუსიძესთან, იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორ ბატონ ლაშა მაღრაძესთან. დელეგაციის წევრები Aასევე დაათვალიერებენ თბილისისა და მცხეთის საქალაქო სასამართლოებს.
უზენაეს სასამართლოში სტუმრობის დროს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს “მართლმსაჯულების მუზეუმი”.
ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის და განხორციელებული რეფორმების შესახებ ინფორმაციის გაცნობა მათთვის ძალიან საინტერესოა. Aასევე, მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარება ქართველი კოლეგებისგან, აღნიშნა ქალბატონმა ფერუზა ჯამაშევამ.
ყირგიზეთის დელეგაცია თბილისიდან 29 მაისს გაემგზავრება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა