საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 23.05.2014
2014 წლის 21-23 მაისს, მალტაში მიმდინარე მე-17 საერთაშორისო იურიდიული კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა სიტყვით მიმართა. კონსტანტინე კუბლაშვილმა მრავალენოვან კულტურებში კანონის უზენაესობის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები შეეხება სხვადასხვა ქვეყნების იუსტიციის სისტემებში კანონის უზენაესობის და კულტურების ურთიერთკავშირს, ასევე, იურიდიული სისტემების გავლენას საზოგადოებრივ ჯგუფებზე.
საერთაშორისო კონფერენცია დიდი პოპულარობით სარგებლოს მსოფლიოს იურიდიულ საზოგადოებაში, შარშან იგი ბერლინში ჩატარდა და დიდი გამოხმაურება ჰქონდა.
კონფერენცია მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დაფინანსებით გაიმართა და მას სხადასხვა ქვეყნების იუსტიციის სისტემის პირველი პირები ესწრებოდნენ.
კონსტანტინე კუბლაშვილთან ერთად საერთაშორისო კონფერენციას ასევე ესწრებიან სენაკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე ლევან ნუცუბიძე და უზენაესი სასამართლოს სტატისტიკისა და ანალიზის განყოფილების უფროსი ალექსანდრე წულაძე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა