საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.05.2014
2014 წლის 19 მაისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარ ნავანეთემ პილაის შეხვდა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის-ამერიკის, ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯანი მაგაზენი, ოფისის უფროსი მრჩეველი სამხრეთ კავკასიაში ადამიანის უფლებათა საკითხებში ვლადიმერ შკოლნიკოვი, უმაღლესი კომისრის ოფისის პრეს მდივანი რუპერტ კოლვილი და უმაღლესი კომისრის ოფისის ევროვნული პროგრამის ხელმძღვანელი ბესარიონ ბოხაშვილი.
შეხვედრაზე განხილული საკითხები შეეხებოდა სასამართლო სისტემის დღევანდელ მდგომარეობას, უახლეს გამოწვევებს და რეფორმის შედეგებს.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარის ვიზიტი საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა