საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.04.2014
2014 წლის 16 აპრილს უზენაესი სასამართლოს მენეჯერი ბატონი ირაკლი ხუცურაული სასამართლოს თანამშრომლებს შეხვდა. სასამართლოს მენეჯერმა თანამშრომლებს დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულიმიულოცა და 11 თანამშრომელს სამსახურეობრივ მოვალეობათა სანიმუშო შესრულებისთვის მადლობა გამოუცხადა.
სასამართლოს მენეჯერმა ასევე ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და გამოწვევებზე. მენეჯერის განცხადებით, სასამართლოს საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, კვლავაც გაგრძელდება სხვადასხვა ფორმით თანამშრომლების წახალისება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა