საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.03.2014
2014 წლის 28 მარტს უზენაეს სასამართლოში გაიმართა სხდომა, სადაც მოსამართლესთან ექსპარტე კომუნიკაციის წესის დარღვევის საკითხი განიხილეს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს facebook-ის გვერდზე ერთ-ერთ კონკრეტულ საქმეზე, რომელსაც იგი იხილავდა, მსჯავრდებულის მეუღლემ წერილიმისწერა, სადაც მოსამართლისგან მსჯავრდებული მეუღლისთვის სასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას ითხოვდა.
სასამართლომ მოსამართლესთან ექსპარტე კომუნიკაციის წესის დარღვევის ამ კონკრეტული შემთხვევის შესახებ იმსჯელა და მსჯავრდებულის მეუღლე დააჯარიმა.
„საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ“ კანონის თანახმად, საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან საქმესთან დაკავშირებით ნებისმიერი ფორმით ურთიერთობა, მათ შორის მიმოწერა, საუბარი ტელეფონით ან სხვა სახის ტექნიკური საშუალებებით აკრძალულია და ისჯება კანონით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა