საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 12.02.2014
2014 წლის 12 თებერვალს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებული ა.ხ. სასამართლოს სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 მარტის განაჩენით ა. ხ-ა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 108-ე მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ დატოვებულ იქნა უცვლელად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დაადგინა რომ მსჯავრდებულმა ა. ხ-მ ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ ჯანმრთელობის მძიმედაზიანებააუცილებელიმოგერიებისფარგლებისგადაცილებით, დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 122-ე მუხლით და მსჯავრდებულს დანიშნული სასჯელი 1 წლამდე შეუმცირა.
მსჯავრდებული ა. ხ-ა გათავისუფლდა სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა