საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 30.12.2013
2013 წლის 28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეთა XII კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციას 177 მოსამართლე დაესწრო.
კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა და მოხსენება წაიკითხა მიმდინარე წლის სასამართლოს მთავარი გამოწვევებისა და სამომავლო გეგმების შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს ასევე ყოველწლიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის უფროსმა დიმიტრი გეგელიამ.
კონფერენციაზე მოსამართლეებმა რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეების სამი წლის გამოსაცდელი ვადით დანიშვნისა და მონიტორინგთან დაკავშირებით განცხადების ტექსტი შეიმუშავეს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა