Chamber of Control of Georgia

საქართველოს უზენაესი სასამართლო 09-05-2025

ამობეჭდვა

ანალიტიკური განყოფილება

ანალიტიკური განყოფილების მიზანია ხელი შეუწყოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებების ხარისხის გაზრდას მოსამართლეთათვის ანალიტიკური ხასიათის მომსახურების გაწევით. 

ანალიტიკური განყოფილება ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს შემდეგი საქმიანობით:

-საჭიროებიდან გამომდინარე, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ან მოსამართლის მოთხოვნის საფუძველზე ამზადებს ანალიტიკურ კვლევებს და პრაქტიკის ანალიზს, საერთაშორისო სტანდარტების ან/და საზღვარგარეთის ქვეყნების  კანონმდებლობის და სასამართლო პრაქტიკის გათვალისწინებით;

-მონაწილეობს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო ორგანოებისთვის წარსადგენი ანგარიშების მომზადებაში;

-ქართულ ენაზე თარგმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლის გადაწყვეტილებებს და ამავე სასამართლოს პრაქტიკის განზოგადებას;

-უზრუნველყოფს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  საძიებო (HUDOC)  სისტემის ქართულენოვანი ინტერფეისის მართვას;

ანალიტიკური განყოფილება შედგება ადამიანის უფლებათა ცენტრისა და კვლევისა და ანალიზის ცენტრებისგან.

echr

http://www.supremecourt.ge

ამობეჭდვა