საქართველოს უზენაესი სასამართლო 07-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 02.12.2013
2013 წლის 2 დეკემბერს უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე ორმა ახალმა მოსამართლემ გერმანე დადეშქელიანმა და ლევან მიქაბერიძემ ფიცი დადეს.
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად საჭირო ხმების რაოდენობა მიიღეს გერმანე დადეშქელიანმა, გიორგი მიროტაძემ, ლევან მიქაბერიძემ, ციცინო კიკვაძემ, მურთაზ მეშველიანმა, ნატალია ნაზღაიძემ, გოჩა ფუტკარაძემ, მერაბ ღვინიაშვილმა, ნინო შარაძემ, ნანა ჭიჭილეიშვილმა, ხათუნა ხომერიკმა და ნანა ჯანხოთელმა. ორი კანდიდატის გარდა, ათ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა, ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე დღეს ფიცი მხოლოდ ორმა ახალმა მოსამართლემ დადო.
მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული ორი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი და ლევან მიქაბერიძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები არიან.
"ვულოცავ მათ, ორივე არის გამორჩეული იმ უნარ-ჩვევებით, რაც აუცილებელია მოსამართლისათვის და დარწმუნებული ვარ, ისინი კიდევ უფრო გააძლიერებენ ჩვენს სისტემას. ხელისუფლების დანარჩენი შტოებისგან განსხვავებით, სასამართლო სისტემა არის და იქნება სტაბილური და მას ვერ შეეხება პოლიტიკური ცვლილებები. ეს პრინციპი გახლავთ სწორედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების მთავარი პირობა.“ - განაცხადა კონსტანტინე კუბლაშვილმა.
ახლადდანიშნული მოსამართლეები ძირითადად თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოებში შეუდგებიან უფლებამოსილების განხორციელებას.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა