საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.07.2013
2013 წლის 18 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის სამოქალაქო სამართლის მიმართულების შეხვედრა გაიმართა.
სამუშაო შეხვედრის თემა გახლდათ „ერთობლივი საქმიანობის (ბინათმენაშენეთა ამხანაგობების) საქმიანობიდან გამომდინარე დავები“.
სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრის მოდერატორები არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ქეთევან მესხიშვილი.
სამუშაო ჯგუფის წევრები მთელი დღის მანძილზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ამხანაგობის წარმომადგენლობის თავისებურებები სასამართლოში, ამხანაგობის ქონების მიმართ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თავისებურებანი, საბანკო ანგარიშებზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თავისებურებანი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა