საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.07.2013
2013 წლის 13 ივლისს სასტუმრო ,,შერატონ მეტეხი პალასში“ საერთაშორისო კონფერენცია „ძლიერი სასამართლო-გზა მომავლისკენ“ ჩატარდა. კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა გახსნეს.
ასზე მეტი მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრები და საერთაშორისო ექსპერტები მთელი დღის მანძილზე სასამართლო სისტემის ინსტიტუციური და ინდივიდუალური დამოუკიდებლობის გარანტიებზე მსჯელობდნენ.
კონფერენციის მონაწილეებს შეაძლეობლობა ჰქონდათ მოესმინათ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეული წევრებისთვის და ემსჯელათ მათ ხედვებზე სასამართლო სისტემის შემდგომ რეფორმასთან დაკავშირებით.
კონფერენციაზე ევროკავშირმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ხელისუფლების მიერ არაერთგზის დეკლარირებულ მზაობას- ხელი შეუწყოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მოსამართლეთა როლის გაძლიერებას სასამართლო ხელისუფლების მართვის საქმეში. კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ: უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი, საერთაშორისო მოსამართლე რენატე ვინთერი, ევროკავშირის მრჩეველი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამარბერგი და გერმანიის დრეზდენის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე ულრიხ ჰაგელონი. დისკუსიების თემა გახლდათ მოსამართლეთა მიერ ინდივიდუალური პასუხისმგებლობის აღების, სამართლიანობისა და პატიოსნების, სამოსამართლო ეთიკის, დისციპლინის და მოსამართლეთა თვითმართველობის საკითხები.
კონფერენცია გაიმართა ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მხარდაჭერით, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან თანამშრომლობით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა