საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.07.2013
2013 წლის 11-12 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ საერთაშორისო კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“ გაიმართა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილებდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ორმხრივი შეხვედრა გამართა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ- მინისტრის მოადგილესთან. საუბრის თემა გახლდათ სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმა, უკვე მიღწეული წარმატებები და განსახორციელებელი აქტივობები.
საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ასევე შეხვდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს. საუბრის თემა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიები, სასამართლო სისტემის ბიუჯეტის ზრდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დაგეგმილი საქმიანობა გახლდათ
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა