საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.07.2013
2013 წლის 21 ივლისს 14 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება საქართველოს მოსამართლეთა მე-11 რიგგარეშე კონფერენცია. (მოსამართლეთა რეგისტრაცია დაიწყება 13 საათზე).
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი.
კონფერენციის დღის წესრიგის თანახმად, მოსამართლეები აირჩევენ ხმის დამთვლელ კომისიას 7 მოსამართლის შემადგენლობით, რის შემდეგაც მოსამართლეები დაამტკიცებენ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესს“ და აირჩევენ ადმინისტრაციული კომიტეტის ორ წევრს.
კონფერენციის მუშაობა იქნება საჯარო და გამჭირვალე. კონფერენციაზე დასწრების მსურველმა პირებმა: არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო მისიების წარმომადგენლებმა, ჟურნალისტებმა, კონფერენციის ჩატარებამდე 3 დღით ადრე მაინც (18 ივლისის 18 საათამდე) წარმოადგინეთ თქვენი კანდიდატურა.
აკრედიტაციისათვის მიმართეთ საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემდეგ მისამართზე - ქ.თბილისი, ძმ.ზუბალაშვილების ქ. №32.
საკონტაქტო პირები:
გულიკო ორთოიძე, ტელ: 577 71 10 50;
ირაკლი ართილაყვა, ტელ: 577 44 99 48;
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა