საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 11.07.2013
2013 წლის 10 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა: მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების დრო - 2013 წლის 21 ივლისის 14 საათი, ადგილი - თბილისის საქალაქო სასამართლო, კონფერენციის დღის წესრიგი, კონფერენციისა და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს შემადგენლობა, საარჩევნო ბიულეტენებისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშები, პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება შეუწყვიტა ადმინისტრაციული კომიტეტის ორ წევრს: ბ-ნ პაატა სილაგაძეს და ქ-ნ ილონა თოდუას, ასევე, ადმინისტრაციულმა კომიტეტმა მიიღო ცნობად საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მიერ მოწოდებული პროექტი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის საქმიანობის წესის შესახებ“, რომელიც მოსამართლეთა კონფერენციას წარედგინება დასამტკიცებლად.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა