საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 20.06.2013
2013 წლის 20 ივნისს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის თემა იყო „საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის გარე მოდულის პრეზენტაცია“ .
შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული სისტემის გარე მოდულის შესახებ ვრცელი პრეზენტაცია თანამშრომლობის ჯგუფის წევრებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანმა წარმოადგინა.
თანამშრომლობის ჯგუფის წევრებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია 2012 წლისა და 2013 წლის 5 თვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა