საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 16.06.2013
მოსამართლეთა კონფერენციაზე რეგისტრირებული 224 მოსამართლიდან საბჭოს მდივნის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 222 მოსამართლემ.
205-მა მოსამართლემ ფარული კენჭისყრით მხარი დაუჭირა საბჭოს მდივნად ლევან მურუსიძის არჩევას. 2-მა მოსამართლემ არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო,ხოლო ხმის დამთვლელმა კომისიამ 17 ბიულეტები ბათილად ცნო.
კონფერენციის მონაწილეებმა დაასახელეს სადისციპლინო კოლეგიისა და ადმინისტრაციული კოლეგიის წევრობის კანდიდატები. მოსამართლეებმა სადისციპლინო კოლეგიის წევრობის კანდიდატებად დაასახელეს; მერაბ ჯორბენაძე, გიორგი სულაკაძე, ნათია ქუთათელაძე, გიორგი ტყავაძე, მურთაზ კაპანაძე. კონფერენციის მონაწილეებმა ასევე დაასახელეს ადმინისტრაციული კომიტეტის წევრობის კანდიდატები: ბესიკ ბუგიანიშვილი, ლევან თევზაძე და ელისო ტუკვაძე.
წარმოდგენილი კენჭისყრის შედეგად კონფერენციის მონაწილეებმა სადისციპლინო კოლეგიის სამი, ხოლო ადმინისტრაციული კომიტეტის ორი წევრი უნდა აირჩიონ.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა