საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 13.06.2013
2013 წლის 13 ივნისს უზენაეს სასამართლოში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალ წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობაზე ისაუბრა:
„ეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების პირველი შეხვედრა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან და იგი მიზნად ისახავს საზოგადოებისთვის საბჭოს წევრების მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას. საბჭოს წევრები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას სასამართლო სისტემის მომავალ განვითარებაზე და იუსტიციის საბჭოში მუშაობის ძირითად პრინციპებზე. ამგვარი შეხვედრები ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტ გახსნილობას, ასევე, ზოგადად, სასამართლო სისტემის მეტ საჯაროობას.“
იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავისი უფლებამოსილების განხორციელებას 22 ივნისიდან შეუდგება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა