საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 09.06.2013
9 ივნისს, საღამოს 22.00 საათისთვის დასრულდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა ხმის დათვლის პროცედურა. ზაზა მეიშვილის გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის სხვა კანდიდატებმა ხმების საკმარისი რაოდენობა (სხდომაზე დამსწრე წევრთა 2/3) ვერ მოაგროვეს, რეგლამენტის თანახმად, დაინიშნა მეორე ტური. კენჭისყრის დაწყების წინ 11 კანდიდატმა მოხსნა კანდიდატურა, მეორე ტურში კენჭს იყრიან:მერაბ გაბინაშვილი, შოთა გეწაძე, ლაშა კალანდაძე, ბადრი კოჭლამაზაშვილი, მაია ბაქრაძე, ირაკლი ადეიშვილი, დურმიშხან ჟორჟოლიანი, ბესიკ სისვაძე, ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე, ილონა თოდუა, თამარ ალანია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა