საქართველოს უზენაესი სასამართლო 09-05-2025
ამობეჭდვა
საქართველოს თხუთმეტსაუკუნოვანი დედაქალაქის მთავარი არტერიის, ხმაურიანი და ხალხმრავალი რუსთაველის პროსპექტიდან სამიოდე წუთის სავალზე, მთაწმინდის უძველეს და ულამაზეს უბანში, სადაც განსაკუთრებით იგრძნობა თბილისური ქუჩაბანდების განუმეორებელი ხიბლი, გარემოსთან ორგანულადაა შერწყმული უზენაესი სასამართლოს შენობა.
თვალის უბრალო შევლებითაც უმალ ჩანს, რომ იგი კლასიკური არქიტექტურული ხელოვნების ჩინებული ნიმუშია, რომელიც მნახველს გარკვეულ წარმოდგენას უქმნის ჩვენს დედაქალაქზე, ვინაიდან არქიტექტურას სხვა ენაზე "თარგმნა" არ სჭირდება და მასში თვალნათლივ აირეკლება არა მარტო ერის კულტურულ-ინტელექტუალური დონე, არამედ ქვეყნის ტექნიკური შესაძლებლობანიც.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა