საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 05.06.2013
2013 წლის 5 ივნისს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა საქართველოში აკრედიტირებული საერთაშორისო მისიებისა და საელჩოების წარმომადგენლებს მოსამართლეთა კონფერენციის ჩასატარებლად გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის, შვეიცარიის, ბულგარეთის, თურქეთის, პოლონეთის და სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საერთაშორისო მისიებისა და საელჩოების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა კონფერენციის დღეს აქტიურად განახორციელონ სადამკვირვებლო მისია.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა