საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 31.05.2013
2013 წლის 31 მაისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს მოსამართლეთა კონფერენციის ჩასატარებლად გაწეული მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ შეხვედრაზე ისაუბრა კონფერენციაზე დამსწრე პირთა აკრედიტაციის წესის, მედიის წარმომადგენელთა მუშაობის პირობებისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების შესახებ.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აქტიურად განიხილეს წარმოდგენილი ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დააფიქსირეს მზადყოფნა კონფერენციის დღეს აქტიურად განახორციელონ სადამკვირვებლო მისია.
მომავალ კვირას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე საქართველოში აკრედიტებული საერთაშორისო მისიებისა და საელჩოების წარმომადგენლებს შეხვდება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა