საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 22.05.2013
2013 წლის 22 მაისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია გახსნა თემაზე: ,,ხელისუფლების გადანაწილება, სასამართლო დამოუკიდებლობა და ნდობის ფაქტორი საჯარო დაწესებულებების მიმართ“.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს: გერმანიის, უკრაინის, ლიტვის, სომხეთის, აზერბაიჯანის, იაპონიის, უზბეკეთისა და საქართველოს მოსამართლეებმა. კონფერენციაზე განხილული იყო საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკული სისხლის სამართლებრივი საკითხები და მათ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს.
კონფერენცია გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის მსოფლიო და საერთაშორისო სისხლის სამართლის საკითხების დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით, გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის ( DAADE) და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.
გერმანიის მაქს პლანკის ინსტიტუტის სისხლის სამართლის საკითხების დეპარტამენტი აქტიურად მონაწილეობს გარდამავალი პერიოდის ქვეყნებში სისხლის სამართლის რეფორმების პროცესში და რეკომენდაციებს უწევს რეფორმათა განმახორციელებელ სტრუქტურებს, ატარებს შედარებით კვლევებს მსოფლიო მასშტაბით სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის მიმართულებით.
საერთაშორისო კონფერენცია 2013 წლის 24 მაისს დასრულდება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა