საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 21.05.2013
2013 წლის 21 მაისს, 18 საათზე გაიმართა საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა.
ადმინისტრაციულმა კომიტეტმა დაამტკიცა მოსამართლეთა კონფერენციის ჩატარების თარიღი - 2013 წლის 9 ივნისი, კონფერენციის დღის წესრიგი, საარჩევნო ბიულეტენებისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის ნიმუშები. ასევე, შემუშავებულია პროექტი „საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის რეგლამენტში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“, რომელზეც საბოლოოდ იმსჯელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და შემდეგ წარუდგენს მოსამართლეთა კონფერენციას.
ყველა მოსამართლესა და დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს და ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნოს მიმდინარე წლის 27 მაისის ჩათვლით წარუდგინოს შენიშვნები და წინადადებები.
ადმინისტრაციული კომიტეტის სამდივნო
გულიკო ორთოიძე - ელ.ფოსტა - guliko.ortoidze@supremecourt.ge, ტელ: 577 71 10 50
ირაკლი ართილაყვა - ელ.ფოსტა - irakli_artilakva@yahoo.com, ტელ: 577 44 99 48
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა