საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 14.05.2013
2013 წლის 14 მაისს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომა გაიმართა.
ადმინისტრაციული კომიტეტის წევრებმა განიხილეს მოსამართლეთა კონფერენციისთვის მოსამზადებელი საკითხები, კერძოდ, კონფერენციის დღის წესრიგი და საარჩევნო ბიულეტენის ფორმა.
სხდომის დასრულების შემდეგ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებს კომიტეტის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადებით: მოსამართლეთა კონფერენცია, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და დისციპლინური კომიტეტის წევრები, ასევე აიუსტიციის უმაღლესი სკოლის თავმჯდომარე უნდა აირჩიოს სავარაუდოდ მიმდინარე წლის 26 მაისს ჩატარდება. პირველ რიგში განვიხილეთ საარჩევნო ბიულეტენის ფორმა, რომელიც კომიტეტმა დაამტკიცა, ასევე ყველას წარვუდგინეთ მოქმედი მოსამართლეების სია, ვისაც უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს კონფერენციაში და კენჭისყრაში, ასევე განვიხილეთ მოსამართლეთა კონფერენციის დღის წესრიგის პროექტი.ვამბობ პროექტს, იმიტომ რომ ჯერჯერობით არ ამოქმედებულა ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში, მისი ამოქმედებისა და ძალაში შესვლის შემდეგ ადმინისტრაციული კომიტეტი დაამტკიცებს დღის წესრიგს, რომელშიც შესული იქნება ყველა საკითხი. ამ სხდომაზე ვიმსჯელეთ თარიღზე, თუ როდის შეიძლება დაინიშნოს მოსამართლეთა კონფერენცია, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ვერ მივიღეთ, იმიტომ რომ, ცვლილებები ორგანულ კანონში საერთო სასამართლოების შესახებ არ არის ძალაში შესული.“
ადმინისტრაციული კომიტეტის სხდომას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა