საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.03.2013
ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით უზენაეს სასამართლოში ბრიფინგი გაიმართა
2013 წლის 18 მარტს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ კონსტანტინე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნასთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ მიაწოდა ინფორმაცია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, „საქართველოს პარლამენტი მალე განიხილავს კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ. სასამართლო ხელისუფლებასთან კონსულტაციების შედეგად იუსტიციის სამინისტრომ მოამზადა ეს კანონპროექტი, რომელშიც მართალია ზუსტად არ არის ასახული ვენეციის კომისიის დასკვნა, მაგრამ, საერთო ჯამში, ჩვენ დაველოდებით კონსულტაციების შედეგად მიღწეული შეთანხმებული ვარიანტის ასახვას კანონში.“
კონსტანტინე კუბლაშვილმა დღეს მედიას იმ ძირითადი საკითხების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც სასამართლო ხელისუფლებას ჰქონდა ამ პროექტის პირველადი ვარიანტის მიმართ და რომელიც აისახა კიდეც ვენეციის კომისიის დასკვნაში.
როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე აცხადებს, პროექტის მიხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს მოსამართლეთა კონფერენცია აირჩევს, არჩევის უფლება ექნებათ, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებს, ასევე, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს, მხოლოდ იმ დათქმით, რომ სასამართლოს თავმჯდომარეს საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში აღარ ექნება უფლება, პარალელურად ახორციელებდეს მენეჯერულ ფუნქციას, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს პალატებისა და კოლეგიის თავმჯდომარეების საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა