საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 18.03.2013
2013 წლის 18 მარტს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრები უკვე მეოთხედ ხვდებიან ერთმანეთს. ამჯერად შეხვედრა ადმინისტრაციული სამართლის საკითხების განხილვას მიეძღვნა, კერძოდ კი „საგადასახადო დავების პრობლემური საკითხების სასამართლო პრაქტიკის მიხედვით.
შეხვედრას დაესწრნენ სამეცნიერო წრეების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის მიზანი გახლავთ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა