საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 15.03.2013
ფილიპ ჯესაპის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესი საერთაშორისო მართლმსაჯულების სასამართლოს სიმულაციას წარმოადგენს. 2013 წელს შეჯიბრი 54-ედ იმართება და მსოფლიოში ყველაზე ფართომასშტაბიან და პერსტიჟულ მოვლენად ითვლება საერთაშორისო სამართლის სფეროში, მასში 550-მდე უნივერსიტეტის გუნდი მონაწილეობს 80 ქვეყნიდან.
თითოეულ უნივერსტეტს წარმოადგენს ერთი გუნდი, რომელიც ამზადებს წერილობით და ზეპირ მოხსენებებს სასამართლოს წინაშე წარსადგენად. 2012 წლის 14 სექტემბერს მსოფლიოს მასშტაბით საერთაშორისო სამართლის სტუდენტებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ ჰიპოთეტურ დავას ორ სახელმწიფოს შორის და მას შემდეგ გუნდები იბრძვიან საუნივერსტეტო და ეროვნულ დონეზე გამარჯვების მოსაპოვებლად. 2012-2013 წლის ჯესაპის პრობლემა ეხება კლიმატურ ცვლილებებს, მის გავლენას სახელმწიფოებრიობაზე, მიგრაციასა და სახელმწიფოს სუვერენულ ვალს. ეს არის საერთაშორისო სამართლის ყველაზე თანამედროვე პრობლემა, რომლის სამართლებრივი რეგულაცია არ არსებობს და სწორედ ახლა მიმდინარეობს მის შესახებ სახელმწიფოთა პრაქტიკისა და სამართელბრივი ჩარჩოს ჩამოყალიბება.
თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტმა 2012 წლის სექტემბერში გასაუბრებისა და წერილობითი შესარჩევის კონკურსის საფუძველზე დააკომპლექტა გუნდი, რომლიც მას წარმოადგენდა ეროვნულ რაუნდზე.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის გუნდის მწვრთნელი არის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულების მოწვეული ლექტორი, სოფიო წაქაძე; გუნდი შედგება იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისგან: ნიკოლოზ გიგაშვილი, ნათია ზოიძე, ელენე მებონია, ანა რეხვიაშვილი, ქეთევან ცანავა.
საქართველოს ეროვნული რაუნდი 16 და 17 თებერვალს უზენაეს სასამართლოში გაიმართა. ფინალში ერთმანეთს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თავისუფალი უნივერსტეტის გუნდები შეხვდენენ. იმიტირებული პროცესის მოსამართლეებმა გამარჯვებულად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი ერთხმად გამოავლინეს. თსუ-ს გუნდმა 80 ქულიანი უპირატესობით მოიპოვა უფლება საერთაშორისო რაუნდზე საქართველო წარმოადგინოს.
წლევანდელ შეჯიბრზე ორგანიზატორების მიერ დაწესებული იყო ნომინაციები საუკეთესო ინდივიდუალური და საუკეთესო წერილობითი მოხსენებისათვის, რომლებიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდს მიენიჭა. საუკეთესო სპიკერად დასახელდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდის წევრი, ნიკა გიგაშვილი. გამარჯვებულებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან მიიღეს სტაჟირების შეთავაზება. ორგანიზატორებისა და მოწვეული მსაჯების მიერ აღინიშნა, რომ 2013 წლის საქართველოს ეროვნული შეჯიბრი სტუდენტების მაღალი მომზადების დონით გამოირჩეოდა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა