საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 14.03.2013
2013 წლის 14 მარტს სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა გახსნა.
ეს სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებთან უკვე მესამე შეხვედრაა. ამჯერად შეხვედრა სამოქალაქო სამართლის საკითხების განხილვას მიეძღვნება. შეხვედრის თემა გახლდათ „არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებასთან დაკავშირებული ძირითადი ტენდენციები საქართველოს კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიხედვით“.
შეხვედრას დაესწრნენ სამეცნიერო წრეების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის მიზანი გახლავთ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა.
სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების გამართვა.
შემდეგი შეხვედრა 18 მარტს გაიმართება და იგი საგადასახადო დავების განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა