საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.02.2013
2013 წლის 28 თებერვალს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის წევრებთან მეორე შეხვედრა გამართა.
შეხვედრას დაესწრნენ სამეცნიერო წრეების, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებების, საქართველოს მოსამართლეთა კორპუსისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.
თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის მიზანი გახლავთ სასამართლო სისტემის რეფორმის პროცესში საზოგადოებრივი ჯგუფების უშუალო ჩართულობის უზრუნველყოფა.
სასამართლოსთან თანამშრომლობის ჯგუფის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იქნება არსებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის აქტუალურ საკითხებზე დისკუსიების გამართვა, რის შემდეგაც კიდევ უფრო დაიხვეწება სასამართლო პრაქტიკა და გაიზრდება გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხი.
შეხვედრის მონაწილეთა ინიციატივით შეიქმნა სპეციალური დოკუმენტი, რომელიც დაარეგულირებს ჯგუფის სამომავლო მუშაობას. აღნიშნულ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა სწორედ ამ დოკუმენტზე იმსჯელეს და ასევე განსაზღვრეს მომავალი შეხვედრის თემატიკაც.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა