საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 13.02.2013
2013 წლის 13 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „სასამართლო ხელისუფლების გამოწვევები - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება“.
მრგვალი მაგიდის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი,საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების იურიდიული ფაკულტეტების პროფესორები, სამართლის დარგის მეცნიერები, მოსამართლეები, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობა „საერთო სასამართლოების“ კანონით არის დარეგულირებული. იუსტიციის სამინისტრომ ამ კანონში ცვლილებების პაკეტი პარლამენტს წარუდგინა დასამტკიცებლად, თუმცა ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნამდე პარლამენტში კანონპროექტის განხილვა შეჩერებულია. კანონპროექტის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს იურიდიულ წრეებში. აღნიშნული დისკუსიაც ამ ფორმატში გაიმართა.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა