საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 06.02.2013
2013 წლის 6 თებერვალს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ვენეციის კომისიის ექსპერტებს შეხვდა.
ვენეციის კომისიის ექსპერტებმა ჯეიმს ჰამილტონმა, ნიკოლაი ესანუმ და შარლოტე დე ბროუტელესმა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ კონსტანტინე კუბლაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: კომისიის ექსპერტებთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა, იმედი გვაქვს, რომ კომისია გაითვალისწინებს ჩვენს მოსაზრებებს პროექტთან დაკავშირებით. ჩვენ ვეთანხმებით ამ პროექტით წარმოდგენილი ცვლილებების დიდ ნაწილს, მაგრამ არის საკითხები, რომელსაც არასოდეს გავიზიარებთ. სწორედ, ეს საკითხები ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს.
ვენეციის კომისია აქტიურად თანამშრომლობს სასამართლო ხელისუფლებასთან. კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ გასულ კვირას შეხვედრები გამართა როგორც სასამართლო, ასევე აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა