საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 19.09.2012
2012 წლის 19 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს მოლდოველი კოლეგები ესტუმრნენ. დელეგაციის წევრები უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს კონსტანტინე კუბლაშვილს შეხვდნენ.
მოლდოვეთის დელეგაციას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე მიხაილ პოალელუი ხელმძღვანელობს. სტუმრები შეხვედრებს გამართავენ უზენაეს სასამართლოში, თბილისის საქალაქო სასამართლოსა და მცხეთის რაიონულ სასამართლოში. მოლდოველი მოსამართლეები ასევე შეხვდებიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს.
ვიზიტის მიზანია მოლდოველი კოლეგებისთვის ქართული სასამართლო რეფორმის გაცნობა. მოლდოველი მოსამართლეები სამშობლოში 21 სექტემბერს გაემგზავრებიან.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა