საქართველოს უზენაესი სასამართლო 15-01-2025
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 05.12.2022
მიმდინარე წლის 3-4 დეკემბერს წინანდალში, სასტუმრო „რედისონ ქოლექშენში“ ევროპის საბჭოს პროექტის „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების რეფორმების მხარდაჭერა-სასამართლო რეფორმის სისხლისსამართლებრივი ასპექტები“ ფარგლებში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თანაშემწეებისთვის სტრასბურგის სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის თაობაზე ტრენინგი გაიმართა.
ტრენინგის თემატიკა ფარავდა შემდეგ ძირითად საკითხებს: ოჯახური ძალადობის გამოძიების თავისებურებები ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებისა და სხვა რელევანტური საერთაშორისო აქტების (სტამბულის კონვენცია, CEDAW კონვენცია) მიხედვით; ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულება - საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები; სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების მნიშვნელოვანი ასპექტები (ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი); სამართალწარმოების განახლება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე და სტრასბურგის სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები საქართველოს წინააღმდეგ.
ტრენინგი მიზნად ისახავდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თანაშემწეების ცოდნის ამაღლებას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრეცედენტული სამართლის თაობაზე.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა