საქართველოს უზენაესი სასამართლო 08-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 04.04.2011
2011 წლის 4-5 აპრილს ქ. თბილისში, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე "დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ეფექტიანობა, გამჭვირვალობა, კომპეტენტურობა - სასამართლო რეფორმის თანამედროვე გამოწვევები სამხრეთ კავკასიაში". კონფერენცია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ორტვინ ჰენიგმა გახსნეს.
კონფერენცია საქართველოს უზენაესი სასამართლოს, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის და გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით ტარდება. კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ: საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და ტაჯიკეთის სასამართლოების ასამდე წარმომადგენელი.
კონფერენციაზე ექსპერტების სახით მოწვეულნი არიან სასამართლო ორგანოების პატიოსნებისა და მოუსყიდველობის განმტკიცების საკითხებზე მომუშავე სამოსამართლო ჯგუფის (Judicial Integrity Group) წარმომადგენლები, მათ შორის ჯგუფის კოორდინატორი ნიჰალ ჯაიავიკრამა, ჯგუფის წევრი და გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე პროფესორი რუდოლფ მელინგჰოფი, ჯგუფის და ასევე ევროპელ მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს წევრი, გაერთიანებული სამეფოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ლორდი ჯონათან მანსი, სასამართლო სისტემის ეფექტიანობის ევროპული საბჭოს (CEPEJ) ვიცე-პრეზიდენტი გეორგ სტავა და ბოლონიის სასამართლო სისტემის კვლევის ინსტიტუტის მკვლევარი ფრანჩესკო კონტინი.
კონფერენციის დასასრულს გამართული დისკუსიის შედეგების საფუძველზე მონაწილეები მიიღებენ რეკომენდაციებს რეფორმების მიმართულებებთან დაკავშირებით.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა