საქართველოს უზენაესი სასამართლო 15-01-2025
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 28.09.2022
მიმდინარე წლის 28 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო ქადაგიძემ თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენს, შერეფ მალკოჩს უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებულ რეფორმებსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე.
შეხვედრის დასასრულს თურქეთის რესპუბლიკის ომბუდსმენმა დაათვალიერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და ეწვია მართლმსაჯულების მუზეუმს.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა