საქართველოს უზენაესი სასამართლო 03-07-2024
ამობეჭდვაგამოქვეყნებულია 09.06.2022
მიმდინარე წლის 9 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მალდივის რესპუბლიკის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა. დელეგაცია, რომლის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე კარგი პრაქტიკის გაზიარება, ძირითადად შედგება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისგან.
შეხვედრა აქტიური დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. სტუმრებმა ქართველი მოსამართლეებისგან მიიღეს ამომწურავად ინფორმაცია ბავშვის უფლებათა დაცვის მარეგულირებელი კანონმდებლობის სასამართლო პრაქტიკაში გამოყენების თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა და მართლმსაჯულების მუზეუმი.
http://www.supremecourt.ge
ამობეჭდვა